აუდის ახალი ცენტრის გახსნა

12 მარტს მარშალ  გელოვანის გამზირზე ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ბრენდის - აუდის ახალი ცენტრი გაიხსნა. აუდი  ცნობილი გერმანული კომპანიაა, რომელიც 100 წელზე მეტია აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს. საქართველოში 2005 წლიდან ამ ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს საავტომობილო ჰოლდინგი ”იბერია ბიზნეს ჯგუფი”. აუდის  ახალი ცენტრი ერთ-ერთი პირველია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომელიც დაპროექტებულია გერმანელი არქიტექტორების მიერ და  აღჭურვილია  უახლესი ტექნოლოგიებით. 

ცენტრში ნებისმიერ მსურველეს საშუალება აქვს მფლობელი გახდეს საქართველოში პირველად წარმოდგენილი უახლესი მოდელის A1-ის, ასევე  არჩევანი გააკეთოს A4;  A7, Q3; Q5 და აუდის სხვა მოდელებს შორის, რომლებიც გამოირჩევიან ევროპული ხარისხით, დახვეწილი დიზაინით და მაღალი აღჭურვით. ახალი აუდის ავტოსალონი მომხმარებელს  განახლებულ  და მიმზიდველ ფასებს სთავაზობს.

 შოურუმში წარმოდგენილი მანქანების შეძენის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება შეუკვეთოს სასურველი კომპლექტაციის და აღჭურვის  ავტომობილი, შეიძინოს ბრენდის აქსესუარები და ისარგებლოს მაღალ კვალიფიციური სერვის მომსახურეობით. ასევე სურვილის შემთხვევაში ისარგებლოს ავტოგანვადებითა და Trade In–ის პროგრამით.