ისტორია

საავტომობილო ინდუსტრიაში 100 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ბრენდს აუდის, დღეს სიამაყით შეუძლია გადახედოს თავის დინამიურ და მრავალმხრივი განვითარების ისტორიას, რომელიც მე -19 საუკუნიდან იწყება. საქსონურმა ბრენდებმა  Audi და Horch–მა ქალაქ Zwickau–დან, Wanderer–მა ქალაქ Chemnitz–იდან და DKW–მ ქალაქ Zschopau–დან გადამწყვეტი როლი ითამაშეს გერმანული საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში. სწორედ ამ ოთხი ბრენდისგან, 1932 წელს შეიქმნა Auto Union AG – რომლის ლოგოსაც ოთხი რგოლი განასახიერებდა.