A3 Sedan

თავშეკავებულად მომხიბლველი. Audi A3 Sedan.

 Audi A3 Sedan-ში, კუპეს ხასიათი და ელეგანტური დიზაინი, სრულყოფილად ერწყმის ერთმანეთს. ძლიერი და მასკულინური ზედაპირი,ავტომობილს თავდაჯერებულობას მატებს,  მძლავრი საბურავების ჩარჩოები კი სპორტულობას. Audi A3 Sedan- ის ინოვაციური ტექნოლოგია, ასევე ხელს უწყობს კომფორტული მართვის გამოცდილებას. ინტერიერის გამორჩეული დეტალია სრულად ციფრული, აუდის ვირტუალური კოკპიტი.

A3 Sedan მულტიმედია გალერეა

  • დიზაინის ინდივიდუალიზმი. გამოკვეთილი დიზაინი.

    მრავალფეროვანი აღჭურვის წყალობით, ყველაფერი შესაძლებელია. მნიშვნელობა არ აქვს რა გინდა,  მეტი სპორტულობა, თუ უფრო მეტი ინდივიდუალიზმი,თითოეული გადაწყვეტილება მგზავრობას უფრო საინტერესოსა და ამაღელვებელს გახდის. სპორტული A3 დეტალებში, მკაფიოდ არის გამოხატული ავტომობილის ტემპერამენტი. შექმენით გასაოცარი აქცენტები, რათა ხაზი გაუსვათ თქვენს ინდივიდუალიზმს. 

  • კომფორტული და ინოვაციური.

    Audi A3-ის ინტერიეტში, გამორჩეული დეტალია ვირტუალური კოკპიტი.სხვადასხვა აღჭურვა საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ინდივიდუალური არჩევანი: გარდა საბაზისო კომპლექტაციისა, არსებობს S ხაზი სპორტული პაკეტი, რომელშიც კოკპიტის დინამიური გარეგნობა უფრო მეტად არის ხაზგასმული. 

  • მეტი უსაფრთხოება.

    მძღოლის დამხმარე სისტემების წყალობით, A3 Sedan-ის მართვა უფრო უსაფრთხოა როგორც ქალაქში, ისე ქალაქ გარეთ. საცობის დამხმარე სისტემა, ინტეგრირებული კრუიზ-კონტოლთან, უფრო მეტ კომფორტს გვთავაზობს. დამხმარე სისტემები ასევე მოიცავს პარკინგის ასისტენტსა და კამერასთან ადაპტირებული საცობის ამომცნობ ნიშანს. 

  • პროგრესული ფარები. მაქსიმალური ხილვადობა.

    ღამე გადაიქცევა დღეს: Audi Matrix LED  უზრუნველყოფს საკმარის სინათლეს და გზის ერთგვაროვნად განათებას. შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებები ადვილად ხილვადია, მიმდებარე ტერიტორია კი სრულად განათებული. სინათლის გადანაწილება არა მხოლოდ აუმჯობესებს მძღოლის გამოცდილებას, არამედ ქმნის უსაფრთხოებისა და კომფორტის შეგრძნებას. 

  • საოპერაციო კონცეფცია და საინფორმაციო სისტემები

    სრულიად ციფრული, ვირტუალური კოკპიტი დაგეხმარებათ არ ჩამორჩეთ მიმდინარე მოვლენებს, თუნდაც საჭის მართვისას. 12.3 ინჩიანი, მაღალი რეზოლუციის მონიტორი და დამატებითი, მაღალ ტექნოლოგიური ოფციები, მძღოლს კიდევ უფრო უმარტივებს მართვას. MMI ნავიგაციის და საინფორმაციო სისტემები, სენსორული და ხმის კონტროლით, ხელმისაწვდომია A3 Sedan-ში. 

ავტოგანვადება

აუდის ნებისმიერი მოდელის შეძენა ავტოგანვადებით ან ლიზინგით ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის

გაიგეთ მეტი

5 წლიანი გარანტია

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.

გაიგეთ მეტი

Trade In ჩაანაცვლე ძველი ახლით

ჩააბარეთ თქვენი ძველი ნებისმიერი მარკის ავტომობილი და მხოლოდ ფასთა შორის სხვაობის დაფარვით შეიძინეთ ახალი აუდი. 

გაიგეთ მეტი

შენი A3 Sedan

არჩეულის მოწყობილობები

საბაზო ფასი:
  • 53f99444-28e3-4036-b6e6-f89d7392e22c.jpg
    Lackierung: Florettsilber Metallic
    670,00 EUR