A3 Sportback

მრავალმხრივი და ინოვაციური.

Audi A3 Sportback-ი.

სპორტული და ექსპრესიული ხაზები, Audi A3-ს დინამიურობას მატებს. გრძელი კორპუსი და მოკლე წინა ნაწილი, ხაზს უსვამს დაბალანსებულ, სპორტულ პროპორციებს.  მძღოლის დამხმარე სისტემებითა და დამატებითი პაკეტებით, Audi A3 Sportback-ი იდეალური ავტომობილია როგორც ქალაქში გადასაადგილებლად, ისევე სპონტანური ექსკურსიებისათვის. სურვილისამებრ ხელმისაწვდომი ვირტუალური კოკპიტის წყალობით კი, მგზავრობა კიდევ უფრო მეტად კომფორტული ხდება.

A3 Sportback მულტიმედია გალერეა

  • ათლეტური ხასიათი

    სახურავის დინამიური კონტური, ხაზს უსვამს Audi A3 Sportback-ის ათლეტურ ხასიათს. უკანა ნაწილში დომინანტია სამგანზომილებიანი განათებები და მკაფიო, დახვეწილი კონტურები. მისი დინამიური ხასიათის გათვალისწინებით, Audi A3 Sportback-ი სურვილისამებრ ხელმისაწვდომია სპორტული ხაზით (S line), რომელიც უფრო სწრაფია და ხაზს უსვამს ავტომობილისა და მძღოლის მოთხოვნების თანხვედრას.  

     

  • დაბალანსებული სპორტულობა

    Audi A3 Sportback-ის შასი მკვეთრად გამოხატული სპორტულობით გამოირჩევა: სპორტული დაკიდების არჩევის შემთხვევაში, კლეარენსი მცირდება 15მმ-ით, S Line-ს შემთხვევაში კი 25 მმ-ით. მგრძნობიარე და ეფექტურია მექანიკურად რეგულირებული საჭე, თუმცა, სურვილისამებრ, ხელმისაწვდომია ელექტრონული, პროგრესული საჭეც. A3 Sportback-ის ყველა ძრავი თანაბრად მაღალი გამავლობითა და ეფექტურობით გამოირჩევა. 

  • პროგრესული განთების ტექნოლოგია

    Audi Matrix LED განათების წყალობით, რომელიც გზის ერთგვაროვნად განათებას უზრუნველყოფს, ღამე დღედ გადაიქცევა. მიუხედავად შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების განათებებისა, მძღოლის ხილვადობა სრულყოფილია.განათების სრულყოფილი დისტრიბუცია, არა მხოლოდ ხილვადობას აუმჯობესებს, არამედ მგზავრობას უფრო მეტად უსაფრთხოს და კომფორტულს ქმნის.

  • უმაღლესი ხარისხი და კომფორტი

    ინოვაციური ტექნოლოგიისა და უმაღლესი ხარისხის მახასიათებლების მქონე Audi A3 Sportback-ი თქვენს ყოველ მგზავრობას კომფორტულს ხდის. 4.24 მეტრი სიგრძის ავტომობილი, პორტული და ექსპრესიულია. 

ავტოგანვადება

აუდის ნებისმიერი მოდელის შეძენა ავტოგანვადებით ან ლიზინგით ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის

გაიგეთ მეტი

5 წლიანი გარანტია

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.

გაიგეთ მეტი

Trade In ჩაანაცვლე ძველი ახლით

ჩააბარეთ თქვენი ძველი ნებისმიერი მარკის ავტომობილი და მხოლოდ ფასთა შორის სხვაობის დაფარვით შეიძინეთ ახალი აუდი. 

გაიგეთ მეტი

შენი A3 Sportback

არჩეულის მოწყობილობები

საბაზო ფასი:
  • 53f99444-28e3-4036-b6e6-f89d7392e22c.jpg
    Lackierung: Florettsilber Metallic
    670,00 EUR