შეცვალე სამყარო შენს გარშემო. Audi Q5.
Audi Q5-ის მართვისას თქვენ დარწმუნდებით, რომ სპორტული ავტომობილის მართვა მოსახერხებელი და ამავდროულად სასიამოვნოა. ინტელექტი, ძალა და კომფორტი შესანიშნავად ერწყმის უახლეს ტექნოლოგიებს. მიიღეთ სიამოვნება Audi Q5-ის მართვით და შეიგრძენით პროგრესული წინსვლა.
Q5 მულტიმედია გალერეა
-
მზად არის ნებისმიერ მომენტში
Q5-ის მახალითებლები
-
იქცევს ყურადღებას.
Audi Q5-ის სალონი 5 მგზავრისთვისაა გათვლილი. მაღალი ხარისხის ტყავის დეტალები უზრუნველყოფს მგზავრის კომფორტს. დეკორატიული განათების ზოლები სიბნელეში თქვენთვის სასურველ 30 სხვადასხვა ფერზე შეგიძლიათ დააყენოთ.
-
დიდი და მოსახერხებელი
მოთხოვნის საფუძვეზე სენსორულ-კონტროლირებადი საბარგული კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის მისით სარგებლობას. მაშინ, როდესაც ხელები დაკავებული გაქვთ, საბარგული კარის გახსნა ფეხის მოძრაობითაა შესაძლებელი. საბარგულის კარი კი თქვენთვის სასურველ სიმაღლეზე შეგიძლიათ დააყენოთ.
-
სპორტული, მტკიცე და ათლეტური.
Audi Q5-ის ძლიერი და სპორტული დიზაინი პირველი შეხედვისთანავე თვალისმომჭრელია. ავტომობილის ცხაურზე, ფარებისკენ მიმავალი ჰორიზონტალური შტრიხები კი ხაზს უსვამს ცხაურის დომინანტურობას.
-
ყველაფერი შენი თვალთახედვის არეალში.
პროგრესი შესამჩნევია ახალი ვირტუალური კოკპიტით. სრულად ციფრული ინსტრუმენტი პანელი მაღალი ხარისხის 12.3 დიუმიანი დისპლეითაა აღჭურვილი, რომელიც მძღოლისთვის სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. 8.3-დიუმიანი ფერად ეკრანიანი სანავიგაციო სისტემა კი გამოსახულებას მეტ სიმკვეთრეს ანიჭებს.