Audi's Official Representation in Georgia

უფრო მძლავრი წინსვლა. Audi A3 Sportback.

რა იქნებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიების მართვა ინტუიციურად რომ შეიძლებოდეს? პურისტული დიზაინი ინოვაციურ ფუნქციონალურობას რომ ემთხვეოდეს? სპორტულობა და წინსვლა გაერთიანდეს? ჩვენ პასუხი ვიპოვეთ: Audi A3. დიზანი საუბრობს საკუთარ განუმეორებელ ენაზე, დინამიკა ყოველი გასეირნებისას შთაბეჭდილებას ახდენს. ავტომობილის სალონი აერთიანებს ესთეტიკასა და ინტუიციურ ფუნქციონალურობას. შეიგრძენით ჩვენი ავტომობილის უპირატესობა.

კატალოგი

მულტიმედია გალერეა

  • უფრო მეტი კომფორტი

    A3 სპორტულის მაჩვენებლები

  • ეფექტური წინსვლა. Audi A3-ს სპორტული ექსტერიერი.

    A3 სპორტის დიზაინი განსხვავდება სახურავის დინამიური კონტურებითა და სპორტული ხასიათით, მიუხედავად სიმსუბუქისა, ძარის მყარი უკანა ნაწილი ავტომობილს თავდაჯერებულ გამომეტყველებას ანიჭებს. პატარა ფარებით Audi A3 სპორტულს კონცენტრირებული და მტკიცე შეხედულება აქვს. ისინი ხელმისაწვდომია როგორც  Xenon პლუს - ფარები LED-დღის შუქის განათების ლენტით ან LED-ფარები. როგორც სპორტულ ავტომობილს, გარე სარკეები დამაგრებულია კარზე.

  • უფრო გულუხვად წინ. Audi A3 სპორტულის ინტერიერი.

    მაღალ ხარისხსა და ინოვაციურ დიზაინს ყოველ დეტალში ვხვდებით. ჰორიზონტალური პანელის არქიტექტურა ხაზს უსვამს სალონის ზომას, 3D-დეკორატიული ჩანართები ვიზუალურად იპყრობს მძღოლს. ცენტრალური მართვის პულტი არის ოპტიმალური MMI® ნავიგაცია პლუსი MMI touch®-ით - დასაჭერ და ბრუნვით ღილაკში ინტეგრირებული, სენსორული ველი ინტუიციური მოხმარებისთვის. გარდა ამისა, Audi A3 გამოირჩევა კომფორტული სავარძლებითა და ფართო სივრცით. ასევე სურვილისამებრ ხელმისაწვდომია: დიდი ზომის პანორამული შუშის სახურავი, რომლის გახსნა და ასევე ზემოთ აწევაც შეიძლება და სალონს მზის შუქით ავსებს.

  • უფრო კომფორტული. Audi A3 სპორტულის აღჭურვილობა.

    აღმოაჩინეთ  კომფორტული და საჭირო აღჭურვილობების მრავალფეროვნება, როგორიცაა, მაგალითად, MMI® ნავიგაცია პლუსი MMI touch®-ით - დასაჭერ და ბრუნვით ღილაკში ინტეგრირებული, სენსორული ველი ინტუიციური მოხმარებისთვის. ეს ნავიგაციისა და ტელეფონის მართვის ახალი და ინტელექტუალური საშუალებაა, და თქვენ შეგიძლიათ მართვის პულტზე თითებით  დაწეროთ ასოები ან ციფრები. ოფციონალური Audi connect-ის საშუალებით თქვენ და თქვენი Audi A3 სპორტი ყოველთვის კონტაქტზე ხართ. ინფორმაცია ტრანსპორტის ნაკადის შესახებ განახლდება ყოველ სამ წუთში ერთხელ; ამიტომ ყოველთვის გეცოდინებათ რომელი მიმართულებაა თავისუფალი. გზაში შეგიძლიათ მოხერხებულად გამოიყენოთ Google Earth™* და სანამ გაემგზავრებით, შეგიძლიათ თვალი შეავლოთ თქვენი დანიშნულების ადგილს Google Street View™*-ს მეშვეობით - ეს გაგიმარტივებთ უცნობ ქალაქში გადაადგილებას.

ავტოგანვადება

აუდის ნებისმიერი მოდელის შეძენა ავტოგანვადებით ან ლიზინგით ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის

გაიგეთ მეტი

5 წლიანი გარანტია

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.

გაიგეთ მეტი

Trade In ჩაანაცვლე ძველი ახლით

ჩააბარეთ თქვენი ძველი ნებისმიერი მარკის ავტომობილი და მხოლოდ ფასთა შორის სხვაობის დაფარვით შეიძინეთ ახალი აუდი. 

გაიგეთ მეტი

შენი

არჩეულის მოწყობილობები

საბაზო ფასი:
  • 53f99444-28e3-4036-b6e6-f89d7392e22c.jpg
    Lackierung: Florettsilber Metallic
    670,00 EUR