Audi შანხაის საავტომობილო გამოფენაზე.

15 აპრილს შანხაის საავტომობილო შოუზე Audi-მ ახალი კონცეპტუალური, სრულიად ელექტრო ავტომობილი AI:ME წარადგინა.

AI:ME მრავალ ფუნქციონალური ავტომობილია, რომელიც კომპაქტურობასთან ერთად გვთავაზობს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ სივრცესა და კომფორტს; Audi AI:ME შექმნილია ორი დამატებითი დასაჯდომი ადგილით - 2 Plus-xseater.

Audi AI შექმნისას გამოყენებულია ისეთი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმშენებლობის უახლესი მეთოდები, როგორიცაა ავტომობილის ინტელექტი, რაც მისი ავტომატურად მართვის შესაძლებლობას იძლევა.

ავტომობილის სამართავი პანელის მთელს სიგრძეზე განლაგებულია მრავალფუნქციური, სამგანზომილებიანი OLED მონიტორი, რომელიც თვალის კონტაქტის საშუალებით იმართება. მაგალითად ნავიგაციის სისტემა შესაძლოა გააქტიურდეს შეხედვისას, შემდეგ კი თვალის მოძრაობით შესაძლებელია გახსნათ შემდგომი დონეები, რომლებიც 3D მონიტორზე გადაადგილდებიან.

AI:ME-ს კომპანია თავის მომავლის სერიულ ელექტრომობილად მოიაზრებს.

 

 

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.