Visions of the Future-Audi Summer Concerts

Audi-ის საზაფხულო საკონცერტო პროგრამას  „მომავლის ხედვები“ ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი წარმოადგენს, რომელიც უკვე მეოთხე წელია რაც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია.  

მევიოლინემ  არტისტები ევროპიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, გერმანიიდან და ინგოლშტადტის რეგიონიდან მოიწვია, რათა ერთად დადგნენ მშვიდობიანი თანაცხოვრების მტკიცე პოზიციაზე და გაარღვიონ კლასიკური მუსიკის საზღვრები. ღონისძიება სტარტს 30 ივნისიდან აიღებს და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

სამყარო სწრაფად იცვლება. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საზოგადოება ახალი რეალობის წინაშე დააყენა. „ამ რთულ პერიოდში  ჩვენ ერთად უნდა დავსახოთ ხედვა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უკეთესი მომავალი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენს ევროპულ ღირებულებებს ომი ემუქრება, ხელოვნება და კულტურა გვჭირდება, ისე როგორც არასდროს!“ - განაცხადა ქართველმა ვარსკვლავმა.

Audi-ს საზაფხულო კონცერტებს კულტურული მისია აკისრია, რომელზეც არაჩვეულებრივი არტისტები მთელი ევროპიდან,  აჩვენებენ თუ როგორ შეუძლია მუსიკას საზღვრების გადალახვა და ხალხის გაერთიანება.

გარანტია

GW_Plus_A6_320x160.jpg

აუდის მოდელების შეძენა უკვე 5 წლიანი გარანტიით არის შესაძლებელი.